იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში შემაჯამებელ სიტყვაში განაცხადა, რომ ერთადერთი გზა არის მოძრაობა წინ და მოძრაობა ევროპისკენ.
,,ღმერთმა დაგვიფაროს, რომ თვითკმაყოფილებას მივეცეთ და გვეგონოს, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და აღარაფერია გასაკეთებელი. თუკი არ იქნება მოძრაობა, ავტომატურად დაიწყება რეგრესი, ამიტომ ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენ გვაქვს, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მოძრაობა წინ და მოძრაობა ევროპისკენ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.