კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ნაყოფიერი მოღვაწეობისა და 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით ცენტრის სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი შალვა გლოველი დაჯილდოვდა ცენტრის ელენე მეტრეველის სახელობის მედლით.

"ძალიან დიდი მადლობა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ბატონ ზაზა აბაშიძეს, კოლეგებს ყურადღებისა და დაფასებისათვის. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებ, რომ ეს უდიდესი ჯილდო - ქართული მეცნიერების უდიდესი წარმომადგენლის - ელენე მეტრეველის სახელობის მედალი - მივიღე არა მხოლოდ ჩემი განვლილი, საქმიანობისთვის, არამედ, ერთგვარად ავანსად, სამომავლო მსახურებისთვის ამ უდიდესი სიძველეთსაცავისა, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა და დიდ პასუხისმგებლობას მაკისრებს", - ამბობს შალვა გლოველი.