უკრაინის პრეზიდენი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამზადებენ შეთახმებას, რომელიც გააძლიერებს თავდაცვით შესაძლებლობებს და მისცემს ქვეყანას მეტ ოპერატიულ შესაძლებლობას.
ტრადიციულ საღამოს ვიდეო მიმართვაში მან ასევე თქვა, რომ მუშაობა გრძელდება სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე:
"ჩვენ ასევე არ ვანელებთ ჩვენ აქტიურობას რუსული აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისა და მასზე პასუხისმგებელი ყველა პირის პასუხისმგებლობაში მიცემაზე. დღეს მე მოვუწოდე ჩვენს მეგობრებს ევროპაში და ევროპარლამენტის წევრებს, გააძლიერონ ძალისხმევა, რათა საბოლოოდ ამოქმედდეს ტრიბუნალი. ტერორისტულმა სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა დამწვარი უკრაინული ქალაქისთვის, ჩვენი ხალხის ყოველი განადგურებული სიცოცხლისთვის. და აიღებს".
მისი თქმით, გაეროსთან ერთად მუშაობენ საერთაშორისო მანდატის მქონე მისიების ორგანიზებაზე, რომლებიც უკრაინის კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე უნდა შევიდნენ.