ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტში ყოფნის საკითხი იმის მიხედვით უნდა გადაწყვიტონ, გამოუტანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს "სასიკვდილო განაჩენს". ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"პირდაპირ გეუბნებით, ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, მინიმუმ, გახდეს უუნარო. ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს მიაყენოს ძალიან დიდი, მტკივნეული დარტყმა და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა არავის არ გაუვა მარტივად და არავის არ შერჩება.
დეპუტატებმა ოპოზიციიდან პარლამენტში გაჩერება-არგაჩერების საკითხის გარშემო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ იმის მიხედვით, ადამიანს გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს, თუ არ გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს", - განაცხადა მელიამ.