მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების გაღრმავების მიზნით, მედპერსონალის გადამზადებას ითვალისწინებს.
ტრენინგები გულისხმობს ლექციებს, ინტერაქტიულ სესიებსა და დისკუსიებს კონკრეტულ სამედიცინო შემთხვევებზე. ასევე, ემსახურება ცოდნის გავრცელებას ვაქცინაციის, მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.
ტრენინგების ციკლი გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით კლინიკის 300 სამედიცინო პერსონალისთვის ჩატარდება და როგორც სამედიცინო პერსონალსა და პაციენტს, ასევე - კოლეგებს შორის ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების გაძლიერებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაციის ეფექტიანად გავრცელებას ისახავს მიზნად.
ტრენინგები საერთაშორისო და ქართველი სპეციალისტების ხელმძღვანელობით.