„ჩემი აზრით, ფოკუსი არასწორია, შარში იმის გამო კი არ გაეხვევიან რომ ამ ნაბიჯს იღებენ, შარში გაეხვევიან იმის გამო, რომ სხვა ნაბიჯებს არ იღებენ და გეტყვით რას ვგულისხმობ, საბანკო სექტორი და თვითონ კერძო სექტორიც იმდენად დამოკიდებულია პირდაპირ საერთაშორისო, თავისუფალი სამყაროს, დასავლეთის სექტორზე, რომ თვითონ არ სურს ისეთ რისკზე წასვლა, სადაც დაჭერადია ეს ამბავი და შემდეგ სანქცია მოჰყვება ავტომატურად, ანუ არც სჭირდება პოლიტიკური სანქცია, ეკონომიკური სანქცია გექნება თუ შენი საბანკო სისტემა ან ნებისმიერი ბანკი ასეთ საკითხებზე არ ირეაგირებს, უბრალოდ თვითონ ჩახსნიან, ამას მთავრობის ნება არ სჭირდება, ბანკების საკუთარი ინტერესია. ეროვნული ბანკი ამ ისედაც არსებულ რეალობას ასახავს და პროპაგანდისთვის იყენებს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებას
„ჩვენი პრობლემა რაშია იცით, საბანკო სექტორის მიღმა ხდება თუ არა რუსეთისა და ირანი მიმართ დაწესებული სანქციების მიმართებით საქართველოს შავ ხვრელად გამოყენება. ამასთან დაკავშირებით არცერთი საკანონმდებლო აქტი არ არის მიღებული, რომელიც ამას აკრძალავდა. უნდა მოხდეს ამ კონტრასტის ჩვენება, არასაბანკო სფეროში თუ ხდება საქართველოს რაიმე ფორმით გამოყენება, იქ რატომ არ არსებობს არცერთი საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამას შეზღუდავდა. რა კანონმდებლობაზე დაყრდნობით შეუზღუდავს ჩვენი მთავრობა ვინმეს საქართველოს ირანის მხრიდან რუსეთის დასახმარებლად გამოყენებას.
სწორედ ამ კონტექსტში, ბოლო ამბავი, როდესაც რეისი გაატარეს, სადაც დიდი ალბათობით დრონები იყო, არის რელევანტური. თქვეს სანქცირებული არ იყო და ამიტომ გავატარეთო, ჯერ ეგ ერთი დედაკომპანია სანქცირებული იყო, მაგრამ რომც ყოფილიყო სანქცირებული, რა კანონმდებლობაზე დაყრდნობით ეტყოდნენ უარს, რატო არ აქვთ მიღებული აქტი, რომელიც იტყოდა რომ აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების ქვეშ რაც არის, ასეთი ქმედებების გვერდის ასავლელად საქართველო არ იქნება გამოყოფილი. ვიმეორებ კიდევ ერთხელ, ჩვენ მიერ სანქცირებაზე კი არაა საუბარი, არამედ შავ ხვრელად რომ არ იქცე, რასაც თითქოს რიტორიკულად ადასტურებენ - „ჩვენ არ ვიქნებით შავი ხვრელიო“ - თუ არ იქნები, მაშინ მიიღე საკანონმდებლო აქტი, ისეთი როგორიც მიიღო ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორში და მიიღო იმიტომ რომ ეს ისედაც ხდება თავისთავად საბანკო სექტორის კერძო მოთამაშეების მხრიდან თვითრეგულირება მათივე კომერციული ინტერესის გამო“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ