„უკრაინაში პუტინის აგრესიის ფონზეც კი, ამ კონტექსტში შეიძლება ითქვას რომ საერთაშორისო ასპარეზზე განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა საქართველოს მოქალაქის, პატრიოტისა და უსაფრთხოების ოფიცრის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საკითხი ბერლინში.
რუსეთის ხელისუფლებამ, პუტინის რეჟიმმა პრაქტიკულად ღიად დაადასტურა მანამდე არსებული ღია ეჭვები, რომელზეც გერმანიის პროკურატურასა და სასამართლოს ჰქონდა ნამსჯელი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა ღიად დაადასტურა, რომ ეს ქმედება არის მათი ჩადენილი. ისინი ითხოვენ ამ (ФСБ) -ს მკვლელის გაცვლას ამერიკის მოქალაქეში, რომელიც მათ უკვე წლებია ჰყავთ დაკავებული და რომლის გაცვლაც ვერ მოხერხდა აშშ-სთან ამ ტიპის ბოლო მოლაპარაკებებში.“- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმდჯომარე, გიგა ბოკერია რუსეთის მხრიდან ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის აშშ-სთან გაცვლის მცდელობის საკითხზე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
„მინდა შეგახსენოთ, რომ ხანგოშვილი არამხოლოდ საქართველოს მოქალაქე იყო, თუმცა ესეც საკმარისი უნდა იყოს ნებისმიერი ნორმალური პატრიოტი მთავრობისთვის რეაქცია რომ ჰქონდეს, მაგრამ ამის გარდა ის იყო საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი, რომელიც იცავდა საქართველოს ინტერესებს რუსული აგრესიისგან და ასევე ტერორისტული დაჯგუფებების საფრთხისგან
მისი მკვლელობის მცდელობა რუსულ სამსახურებ ჯერ კიდევ 2015 წელს თბილისში ჰქონდათ, როდესაც სამარცხვინოდ საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად უარი თქვა მის დაცვაზე და შემდეგ მას მოუწია საქართველოს დატოვება. ამის შემდეგ რამდენიმე მომენტი იყო და ახლა განსაკუთრებით, საერთაშორისო ყურადღება ისეთგვარია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ლეგიტიმურად უნდა იყენებდეს ამ საკითხის წინ წამოსაწევად. იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქის წინაშე მოიხადოს ვალი და იმისთვის, რომ ლეგიტიმურად მთელ საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენოს საქართველოს პრობლემა ხანგოშვილის მკვლელობის ფონზე.
ამის ნაცვლად ამ ფონზე, როგორც ამ გამოძიების დროს, ისე შემდგომში, როცა ეს საკითხი განიხილებოდა და ახლაც ჯერ-ჯერობით გვაქვს სრული დუმილი ამ სამარცხვინო რეჟიმისგან. იმ ფონზე, როცა ჩვენ მოვისმინეთ ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი სამარცხვინო პოზიცია უკრაინაში ქართველი მებრძოლების თაობაზე, ჩვენ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია ამ ნიაღვრის დროს ქართულ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, მხოლო უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ კი არ აქვთ მათ ასეთი მოღალატეობრივი და სამარცხვინო პოზიცია, არამედ საქართველოს უსაფრთხოების ოფიცერზეც, ვინც იცავდა საქართველოს ჩვენი მტრისგან. მის მკვლელობაზე მათ აქამდე არ სურდათ მკაფიო პოზიციის დაფიქსირება და კიდევ ერთხელ გავნმეორდები, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტმა ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა გაიგოს რა პოზიცია აქვს ამაზე დღევანდელ ხელისუფლებას, რატომ სდუმან და თუ ეს ღალატის კიდევ ერთი მკტიცებულება არაა, სხვა რა უნდა იყოს, საქართველოს უსაფრთხოების ოფიცრის მკვლელობის პირდაპირი ხელშეწყობა?! როგორ უნდა დაიცვას ამ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის ინტერესები, როცა ყველამ იცის, რომ ის არ იცავს იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფო სამსახურში იცავდა ჩვენს ქვეყანას მტრებისგან, არამარტო რუსეთისგან“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ