"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია გუშინ, სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება და ამბობს, რომ "მთავარი არხისა" და საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეები პირდაპირ კავშირშია ევროპულ პერსპექტივასთან/
მისი თქმით, პირდაპირ ითქვა, რომ ამ პირობებში, როცა სასამართლო არა თუ არ იცავს ადამიანს, არამედ სიკვდილის საფრთხეს უქმნის, რა თქმა უნდა, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაზე საუბარიც ვერ იქნება.
"ჩვენ მოვისმინეთ ხაზგასმა ჩვენი ევროპარლამენტარი მეგობრებისგან, რომ მათ სურთ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ამასთანავე წევრობას აქვს კონკრეტული მოთხოვნები, ერთ-ერთი მოთხოვნა სასამართლოს დამოუკიდებლობის მოთხოვნა, არის პირდაპირ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას საქმეებთან. ჩვენ მოვისმინეთ, რომ დღეს აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის ოპერაცია, რისთვისაც ის გადაყვანილი უნდა იყოს საზღვარგარეთ", - თქვა ელენე ხოშტარმიამ.
ხოშტარიამ გამოყო პრეზიდენტი ზურაბიშვილის როლი ამ კუთხით და თქვა, რომ მას აქვს რეალური ბერკეტი, რაც სიტუაციას შეცვლის.