უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ თუ რუსეთის ლიდერი ვლადიმირ პუტინი მოკვდება, ომი უკრაინაში დამთავრდება.
ამის შესახებ ზელენსკიმ Netflix-ის სპეცგამოშვებაში თქვა.
წამყვანმა ზელენსკის ჰკითხა: „წარმოვიდგინოთ, პუტინი რომ გაცივდეს და მოკვდეს, ან შემთხვევით ფანჯრიდან გადავარდეს და მოკვდეს, ომი გაგრძელდება?“
„არა, ომი არ იქნება. ავტორიტარული რეჟიმი, საშინელია. არსებობს დიდი რისკი - არ შეიძლება ყველაფერი ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული. ამიტომ, როდესაც ადამიანი მიდის, ინსტიტუტები ჩერდება. ასეთი დრო იყო საბჭოთა კავშირში. ყველაფერი ჩერდებოდა.
მიმაჩნია, რომ ის {პუტინი} თუ არ იქნება, მათ {რუსებს} გაუჭირდებათ. ისინი დაკავდებიან საშინაო და არა საგარეო პოლიტიკით“, - განაცხადა ზელენსკიმ.