უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პუტინი ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს, რადგან მას სიკვდილის ეშინია, - ამის შესახებ მან Netflix-თან ინტერვიუში განაცხადა.
წამყვანის კითხვაზე: "არსებობს თუ არა პუტინის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი", ზელენსკი პასუხობს, რომ პუტინს სიცოცხლე ძალიან უყვარს, ამის ერთ-ერთი მაგალითია კი არის ის, რომ პუტინი გრძელ მაგიდასთან ზის, რადგან მას კოვიდის ეშინია.
"მას ძალიან უყვარს სიცოცხლე, გრძელ მაგიდასთან ზის, რადგან ეშინია კოვიდის. მას ეშინია სიკვდილის, მას უყვარს სიცოცხლე. ამიტომ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ის მზად არის, გამოიყენოს ბირთვული იარაღი," - ამბობს ზელენსკი.
ზელენსკის თქმითვე, პუტინს ესმის, რომ თუ ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, "შემდეგი ნაბიჯები ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან პირადად მას შეეხება".