„დღევანდელი მანკიერი სისტემა რომ შესაცვლელია, ეგ უდავოა, ან უნდა გვქონდეს პროფესიული სისტემა, სადაც არავის იძულება არ ხდება, ან თუ ზოგადად არსებობს გაწვევის იძულება, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ნებისმიერი რელიგიური მრწამსის ადამიანზე და შეიძლება იყოს ალტერნატიული სამსახური, სადაც პაცეფისტური მიდრეკილების ადამიანი იარაღს ხელში არ აიღებს, მაგრამ სანიტარი იქნება და ასე შეიტანს თავის წვლილს ქვეყნის დაცვაში.
თუმცა ამ განცხადების ამოცანა ეგ კი არ არის, ყველაზე სკანდალური ნაწილი ამ განცხადებაში არის ის, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით გავაკეთეთო, სეკულარულ სახელმწიფოში რა შუაშია საპატრიარქო?! ნებისმიერ პოლიტიკურ ან ქვეყნის თავდაცვის საკითხზე რაიმე ექსკლუზიური ფუნქცია ან უფლება გააჩნია?!“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ „ბიბლიური თავისუფლების“ გაუქმების დაანონსებას
„ამ განცხადების ამოცანა ამ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ზრდა არ არის, ამას ივანიშვილისგან და ღარიბაშვილისგან არ მოელის არავინ, ეს არის გუნდრუკის კმევა და ზოგადად ამ რეჟიმის გარიგება საპატრიარქოსთან, იმიტომ რომ მათთვის პოლიტიკურ მოკავშირეს წარმოადგენს ანტიდასავლურ, პუტინისტურ პროპაგანდაში. ეს არის ამ განცხადების ყველაზე სამარცხვინო ნაწილი. ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი რეფორმა და ევროპული საქართველო ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ამ რეფორმის ხედვაზე პროექტ „ახალი რესპუბლიკის“ ფარგლებში“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ