„მე არ ვიცი და ჩემი აზრით, არავინ არ იცის ივანიშვილის თავში ამ საკითხზე სააკაშვილის ბედთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილება მოიხარშება, მიიღებს თუ არა იმ გადაწყვეტილებას, რომ საფრთხის წინაშე ჯანმრთელობის თვალსაზრისით არ გარისკოს, თუ გააგრძელებს ძალის დემონსტრირებას და ამ მეთოდით ზოგადად მისი ოპოზიციის მთლიანად დემორალიზაციას.
ფაქტია, რომ ის ამ ვითარებას სწორედ ამისთვის იყენებს და სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილიც, საპარლამენტო ოპოზიცია და ნაციონალური მოძრაობა თვითონ უწყობენ ხელს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხს
„მე ვიცი ის, რომ იმის იმედად ყოფნა, რომ დღევანდელ ვითარებაში დასავლეთთან დაპირისპირებაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი ამ ნაბიჯს გადადგამს, არის არასერიოზული და არასწორი. მთელი ფოკუსი უნდა იყოს საზოგადოების მობილიზებაზე, რომ ეს რეჟიმი იქნას შეცვლილი, ეს არის გამოსავალი ზოგადად პოლიტიკური დევნის წინააღმდეგ, მათ შორის, სააკაშვილის ბედთან დაკავშირებითაც“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ