„ივანიშვილის რეჟიმის ნაბიჯების გამო უზარმაზარი გეოპოლიტიკური, რეპუტაციული და ეკონომიკური ზარალი მიიღო ჩვენმა ქვეყანამ, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც აისახებოდა. ახლა, როცა პუტინის აგრესიის შემდეგ რუსეთი ჩაიკეტა როგორც სატრანზიტო დერეფანი, უზარმაზარი წამოვიდა ალტერნატივაზე, რომლიც ნაწილიც არის საქართველო და ახლა ამ ხელისუფლების პირობებშიც კი ზრდა გვაქვს ამ თვალსაზრისით
თუმცა წარმოვიდგინოთ რომ ანაკლიის პორტი და სხვა თვალსაზრისითაც ინფრასტრუქტურა რომ განვითარებულიყო მრავალგზის მეტ მოგებას ნახავდა ქვეყანა, რაც აისახებოდა ყველა ტიპის მოქალაქისა და ყველა ტიპის ბიზნების წარმატებასა და კეთილდღეობაზე. ის, რომ ეს დღეს ასე არ არის, პირადად ივანიშვილის და მისი რეჟიმის დამსახურებაა, იმ ქმედებების შედეგი, რაც მათ ჩაიდინეს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ანაკლიის პორტზე გაკეთებულ განცხადებას
„რაც შეეხება მომავალს, ამ ნაბიჯების ფონზე, იმ დავის ფონზე, რომელიც მიმდინარეობს კერძო პირების მიერ უკვე ჩადებულ ინსვეტიციაზე, წარმოდგენა იმის, რომ სწრაფად მოხერხდება ჯანმრთელი ინვესტიციის მოზიდვა, ძალიან რთულია და არსებობს საფრთხე რომ მოზიდულ იქნას გეოპოლიტიკურად დასავლეთთან ანუ საქართველოს ინტერესებთან დაპირისპირებული რესურების მქონე მოთამაშე“, - განაცხადა გიგა ბოკერია