საქართველოში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანი ამბობს, რომ ნათელია რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში. მისი თქმით, ეს გამოიხატება უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობაში, რომელსაც ქართული საზოგადოება აჩვენებს.
"ჩვენ გარკვევით ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი ვფიქრობ, ნათელია ის მხარე, რომელიც ქართველ ხალხს უკრაინის წინააღმდეგ ომში უკავია და ეს გამოიხატება უკრაინელი ხალხის მიმართ მათ სოლიდარობაში. უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის, ის იბრძვის არსებობისთვის, იდენტობისთვის. ყველაფერი ის, რაც ქართველმა ხალხმა კარგად იცით რუსული აგრესიიდან მიღებული საკუთარი გამოცდილებიდან, გამოცდილებიდან რომელიც თქვენ მიიღეთ, როცა რუსეთი თქვენი იდენტობის, ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას ცდილობდა", - თქვა კელი დეგნანმა.
ელჩმა აღნიშნა, რომ ესმით თითოეული ქართველის, ვისაც სურს გარკვეული წვლილი შეიტანოს უკრაინის დახმარებაში.