საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ ნინო ლომჯარიას მიერ შესრულებულმა საქმიანობამ აჩვენა, რომ სახალხო დამცველი მნიშვნელოვანი პოზიციაა.
დეგნანის თქმით, სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და მნიშვნელოვანია, ახალი ომბუდსმენის შერჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური და გამჭვირვალე.
"ჩვენ ყველას გვახსოვს ნინო ლომჯარიას, მართლაც არაჩვეულებრივად შესრულებული საქმიანობა ამ წლების განმავლობაში და ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს, თუ რა მნიშვნელოვანი პოზიციაა სახალხო დამცველი. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლის მოვალეობაც არის თითოეული ადამიანის უფლების დაცვა, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით და მნიშვნელოვანია, შერჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალედ შეირჩეს კანდიდატი, ვინც თავისი კვალიფიკაციით, გამბედაობით, დამოუკიდებლობით შეძლებს და უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უფლების დაცვას", - თქვა დეგნანმა.
ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველის თანამდებობაზე უფლებამოსილების ვადა გუშინ, 8 დეკემბერს ამოეწურა.