ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობა დაასრულა. ლომჯარიამ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ერთ-ერთი მიღწევა, რაც სახალხო დამცველის აპარატმა მისი მუშაობისას მიაღწია, არის, ომბუდსმენის როლი ქვეყნის განვითარებაში.
"დღეს დასრულდა სახალხო დამცველის პოსტზე, ჩემი 5- წლიანი ვადა. ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი დღეს. ჩვენს ქვეყანას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა გახდეს ევროკავშირის წევრი, მიიღოს კანდიდატი წევრის სტატუსი. მე ვფიქრობ, რომ დღესაც და მომავალი თვეების განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელობანი საკითხი არის იმ 12 პუნქტის შესრულება, რაც ევროკავშირმა დაუწესა ქვეყანას. მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მიღწევა, რაც ამ პოსტზე სახალხო დამცველის აპარატმა მიაღწია არის ის, რომ სახალხო დამცველის აპარატი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ქვეყნის განვითარებაში, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იყო უპრეცედენტო აღიარება და მომავალშიც ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის აპარატი შესრულებს ძალიან მნიშვნელოვან როლს და ამის დასტური არის, ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან, სახალხო დამცველის აპარატის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის და ასევე მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის პოზიციონირებას და შეფასებებს ეძლევა ძალიან დიდი მნიშვნელობა" - აცხადებს ლომჯარია
ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს.
"დღეს ალბათ ძალიან დიდი მნიშვნელოვანი საკითხი იქნება ის , თუ ვის აირჩევს საქართველოს პარლამენტი ამ პოსტზე, რადგან 12 რეკომენდაციაში ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იქნება. ვიცი, რომ ძალიან დიდი ყურადღება მიექცევა, რადგან ევროკავშირის პოზიციით, ეს არის საკითხი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ დიდი იმედ ს ვიტოვებ, რომ ეს ინსტიტუტი შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას და შერჩეული იქნება ის კანდიდატი, რომლის მიმართაც იქნება მაქსიმალური კონსენსუსი პოლიტიკურ სპექტრს შორის" - განაცხადა ნინო ლომჯარიამ
ლომჯარიას თქმით, მისი მუშაობის პერიოდში, სახალხო დამცველის ინსტიტუტმა დაადგინა ორი პოლიტიკური დევნა, მათ შორის "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით.
"ბოლო წუთამდე მომიწია მუშაობა, იმიტომ, რომ იყო აქტუალური და მწვავე საკითხები და ვფიქრობ, რომ ეს საკითხები აქტუალურობას ბუნებრივია არ დაკარგავს მომავალშიც. ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება რასაც მე მოვაწერე ხელი არის სამწუხარო, ვინაიდან სახალხო დამცველმა მეორედ, ჩემი 5 წლიანი ისტორიის განმავლობაში, დავადგინეთ პოლიტიკური დევნა. ამ შემთხვევაში ნიკა გვარამიას საქმეს ვგულისხმობ. პირველი შემთხვევა ეს იყო ე.წ კარტოგრაფების საქმე, სადაც ვთქვით, რომ პოლიტიკური მოტივაცია აჭარბებდა სამართლებრივ მდგენელს ამ საქმის და ერთ-ერთ ბოლო გადაწყვეტილება იყო ის, რომ საქმის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა დაადგინა , რომ ნიკა გვარამიას საქმეში არსებობდა პოლიტიკური მოტივე