მჯერა, რომ მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელები იქნებიან, მაგრამ - უკვე მშვიდობის დროს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Politico-ს ევროპის ყველაზე გავლენიანი ადამიანების სიის ყოველწლიურ წარდგენაზე.
“მადლობას ვუხდი უკრაინელ ხალხს ამ ჯილდოსთვის. ის ყველა უკრაინელს ეკუთვნის, რადგან ლიდერები შეიძლება იყვნენ ჭეშმარიტად გავლენიანები მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი წარმოადგენენ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ თავიანთი ხალხის საერთო ნებას, საერთო ოცნებას, საერთო მიზანს.
ეს არის როგორც ვცხოვრობთ ჩვენ უკრაინაში.
ჩვენ ვართ რაც შეიძლება გაერთიანებული და ამიტომაც ვართ ასეთი ძლიერები. ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ დამოუკიდებლობის დაცვაზე და ამიტომაც ვაღწევთ ჩვენს მიზნებს. ჩვენ ვართ იმ საშიშროების წინაშე, რომ შეიძლება დავკარგოთ ყველაფერი, ამიტომაც ვიპოვეთ ძალა, რომ გავხდეთ ნომერ პირველები. უკრაინული სამხედრო ძალა, რომელიც გვიცავს ჩვენ ბრძოლის ველზე, არის ნომერ პირველი.
მჯერა, რომ მომავალ წელსაც ყველაზე გავლენიანი უკრაინელები იქნებიან, მაგრამ - უკვე მშვიდობის დროს”, - თქვა ზელენსკიმ.