საქართველოს მესამე პრეზიდენტი "ვივა მედიდან" წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ხვალინდელ სასამართლოზე დასწრების სურვილი აქვს:
"მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას! მიყვარხართ" წერს მიხეილ სააკაშვილი.
ხვალ სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 საათზეა ჩანიშნული. მოსამართლე გიორგი არევაძე მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების, ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას განიხილავს.