ენმ-ის თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ აღნიშნა, თუ სასამართლო მიხეილ სააკაშვილს "სასიკვდილო განაჩენს" გამოუტანს, ქუჩის პროტესტს დაიწყებენ.
"თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ მიხეილ სააკაშვილის და ჩატოვონ ციხეში, უნდა გადაერთოს მთელი პარტია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის იძულებაზე. საბოლოოდ, თუ სასამართლო ჩატოვებს მიხეილ სააკაშვილს ციხეში, ქუჩის პროტესტს არ ექნება ალტერნატივა, პარტიის უმრავლესობაში ვთანხმდებით ერთ რამეზე, რომ მიხეილ სააკაშვილს არ მოვაკვლევინებთ ციხეში", - განაცხადა მუმლაძემ.
9 დეკემბერს 13:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. პარალელურად, ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა.