პარტიის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ობიექტურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მზად არიან, "რადიკალურ მოქმედებებზე" გადავიდნენ. რა იგულისხმა ამ მოქმედებებში ბეჟაშვილს არ დაუკონკრეტებია.
"თუ ხელისუფლებას არ ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რომ რადიკალურ მოქმედებებზეც გადავიდეთ. რადიკალური მოქმედებების გეგმასა და პირობებზე, ბუნებრივია, ახლა ვერც ვერც ვიმსჯელებთ და ვერც გავაცნობთ, ჩვენთვის მთავარი მოლოდინი არის, რომ ხელისუფლებას ეყოფა სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას", - თქვა ბეჟაშვილმა.
9 დეკემბერს 13:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ჩაინიშნა. პარალელურად, ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია დააანონსა.