„დიდი ხანია არაფერი არ უნდა გვიკვირდეს ივანიშვილის რეჟიმისგან, როცა საქმე ეხება სამარცხვინო და მოღალატეობრივ საქციელს. გუშინ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, ვინც საკუთარი ნებითა და რწმენით სიცოცხლე გარისკა ჩვენი ქვეყნისა და ზოგადად თავისუფლებისთვის უკრაინის ფრონტზე ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, მათ მიაყენეს შეურაცხყოფა.
ამ ფონზე არაფერი არ არის გასაკვირი, მიუხედავად ამისა ეს ეპიზოდიც დეტალებიც ცოდნის გარეშეც კი კიდევ ერთი მაგალითია, თუ ადამიანობის როგორ არასწორ მხარეს არიან ისტორიის ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ისტორიისა და ადამიანობის მხრივ. ჩვენ ამ სირცხვილს, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, სანამ არ შევცვლით, ვერ ჩამოვირეცხავთ“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებას,
ცნობისთვის, უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლმა განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის წინ თხოვა საქართველოს გენერატორები, თუმცა პასუხი საქართველოს ხელისუფლებისგან ამ დრომდე არ მიუღიათ.