უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ფრონტის ხაზზე ჩავიდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს პროფესიული დღე აქტიური საომარი მოქმედებებიდან დაახლოებით 50 კმ მანძილიდან მიულოცა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკიდან, "ტელეგრამ" არხებით ვრცელდება.
უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინელი სამხედროებით და მადლობას უხდის მათ ქვეყნის წინაშე გმირობისა და თავდადებისთვის.
"ძვირფასო ოფიცრებო, სერჟანტებო, ჯარისკაცებო და ვეტერანებო, შეიარაღებული ძალების დღეს გილოცავთ. ასევე არასოდეს ვივიწყებთ ჩვენ დაღუპულ გმირებს რომლებმაც უკრაინისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გასწირეს. ძვირფასო ჯარისკაცებო და მცველებო, უკვე სამი ათწლეული, 9 წელი, 9 თვე და 285-ე დღეა, სამშობლოს იცავთ. დღეს დონეცკის ოლქში, ფრონტის წინა ხაზზე, საბრძოლო მოქმედებების ზონაში ვარ, სადაც ჩვენს ჯარისკაცებს შევხვდები. დღეს ყველა ხედავს რა შეუძლიათ ჩვენ ჯარისკაცებს, ყველა ხედავს როგორ ებრძვიან ისინი მსოფლიოს სიდიდით მეორე არმიას. დიდი მადლობა თქვენს მშობლებს რომ გმირებად და ღირსეულ ადამიანებად გაგზარდეს. მთელი უკრაინა თქვენს სახლებში დაბრუნებას ელოდება. ჩვენს გამარჯვებას, უკრაინის დედაქალაქში, მაიდანზე, დაცული ცის ქვეშ, მშვიდობიან გარემოში ერთად შევხვდებით. მაიდანზე ჩვენი შეხვედრის გზა კი ოკუპირებულ ტერიტორიების დე-ოკუპაციაზე გადის. დიდი მადლობა იმისთვის რაც გააკეთეთ, რასაც აკეთებთ და რასაც გააკეთებთ. ჩვენ გავიმარჯვებთ. ცოცხლები დაგვიბრუნდით." განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.