აშშ-ის თავდაცვის მდივანი რუსეთს უკრაინაში განზრახ სისასტიკეში ადანაშაულებს. ლოიდ ოსტინის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობიან მოსახლეობას განზრახ ბომბავს.
გაერო-ს მიერ დანიშნული საგამოძიებო ჯგუფი იკვლევს, არის თუ არა რუსეთის თავდასხმები უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაული.
„პუტინის ომი არ არის ნატო-ს გაფართოების შედეგი, ეს არის ნატო-ს გაფართოების მიზეზი. ახლა კი, კრემლის გაუჩინარებული იმპერიისადმი ლტოლვის გამო, ევროპა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების ყველაზე მძიმე კრიზისის წინაშე დგას. როგორც გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს წევრი აწარმოებს ომს 43 მილიონზე მეტ ადამიანის დემოკრატიის უარყოფისთვის. რუსულმა ძალებმა ათასობით უკრაინის მოქალაქე მოკლეს, მილიონობით კი გაიქცა. რუსეთის თავდასხმებით ბავშვები დაიღუპნენ, სკოლები და საავადმყოფოები დაინგრა. ასე რომ, რუსეთის მეზობლები მზარდი განგაშით უყურებენ მის იმპერიულ აგრესიას“, – თქვა ლოიდ ოსტინმა.