საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდება და მის ოჯახთან კავშირზეა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან განიხილავს.
„ჩვენ ახლოდან ვაკვირდებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ მის ოჯახთან კავშირზე ვართ და ასევე ვაყენებთ მის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი უფლებები იყოს სრულად დაცული. თუმცა, რა თქმა უნდა, მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებები ქართულმა სასამართლომ უნდა მიიღოს“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.