საქართველოს მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხიელ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს სააკაშვილის სასჯელისგან სრულად გათავისუფლების ან მისი გადავადების შუამდგომლობით მიმართა.
მიმართვის საფუძვლად ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები სამედიცინო დასკვნას ასახელებენ, რომლის მიხედვითაც სააკაშვილს რამდენიმე უმძიმესი დაავადება აქვს, რისი მკურნალობაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ვერ ხერხდება.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ პროცესის მიმდინარეობისას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ნაწილობრივი ან სრული გასაჯაროება მოხდეს.