„რელევანტურია თუ არა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნა მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და დეპრესიის მიზეზით?“ − ჟურნალისტის მიერ დასმული ამ კითხვის პასუხად იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი რამ დაუშვებელია.
„რაც შეეხება რომელიმე დიაგნოზის გამო მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გაყვანას, ვთქვი და კიდევ ერთხელ ავხსნი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საზღვარგარეთ გაყვანა საქართველოს კანონმდებლობით შეუძლებელია“.
მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას დასმული დიაგნოზების შესაბამისად ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გადის, ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა კი, ამ ეტაპზე არ არსებობს.
„არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის დიაგნოზი იქნება, თუკი საუბარი არის სასჯელის გადავადებაზე, არაერთხელ განვმარტეთ, რომ უნდა მიმართონ სასამართლოს, რომელიც შემდგომ შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მსჯელობს − გადაუვადოს თუ გაათავისუფლოს კონკრეტული მსჯავრდებული სასჯელისგან. სხვა ბერკეტი ბუნებაში, უბრალოდ, არსებობს“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.