ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს - დეოლიგარქიზაციის განხორციელების ამაზე მოკლე გზა მე არ მეგულება, - თქვა გირჩის დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.
„ჩვენ ქვეყანაში ოლიგარქატი არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ე.წ. მცირეთა მმართველობა. ჩვენ ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს. საქმე ბევრად უფრო პრობლემურად გვაქვს - პრობლემა ოლიგარქატში რომ იყოს, ამას ბევრად უფრო დადებით მოვლენად ჩავთვლიდი, რადგან მეცოდინებოდა, რომ ყველაფერი ერთი ადამიანის ინტერესზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მინიმუმ რამდენიმე ადამიანის ინტერესი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს.
რაც არ უნდა ბევრი ვიძახოთ, რომ ჩვენ ოლიგარქიას ვებრძვით, ეს სერიოზულად არ გამოიყურება, რადგან ჩვენ ოლიგარქიამდე არ მივსულვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ერთპიროვნული მმართველობის საფეხურზე ვდგავართ - ამას ვერ გავცდით და ვებრძვით ოლიგარქიას, რომელიც შემდეგი საფეხურია“, - თქვა ხვიჩიამ.