ვაშინგტონი მზადაა მხარი დაუჭიროს კიევს "იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება" - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
"ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა ვადებში, მაგრამ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება", - თქვა ოსტინმა
ოსტინის თქმით, აშშ ფოკუსირებულია უკრაინის მხარდაჭერაზე, ხოლო უკრაინა იმაზე, რომ დარწმუნდეს, რომ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ თავისი სუვერენული ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი დაიბრუნოს.
გარდა ამისა, ოსტინი ის მიიჩნევს, რომ უკრაინა აშშ-ს მხარდაჭერის გამო ზამთრის თვეებში საბრძოლველად
ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე.