საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების მესამე მატჩი კარდიფში, უელსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და 13:12 მოიგო.
ანგარიში ქართველებმა გახსნეს, ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მაგრამ შემდეგ უელსმა ორი გარდასახული ლელო გაგვიტანა და პირველი ტაიმი 12:3 მოიგო.
მატჩის მეორე ნახევრის მე-60 წუთზე თოდუამ ლელო გაიტანა, რომელიც თედო აჟანდაძემ შედეგიანად გარდასახა და ანგარიში 12:10 გახდა.
შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე მატკავამ ჯარიმა ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 13:12
ფოტო: Georgian Rugby