ნამდვილად ჭეშმარიტი, გრძელვადიანი და გულწრფელი მშვიდობა მხოლოდ რუსული აგრესიის სრული განადგურების შედეგი შეიძლება იყოს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისი თქმი, უბრალოდ ომის დასრულება არ იძლევა მშვიდობის გარანტიას.
„რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს - რათა შეისვენოს ძალების აღსადგენად. ვიღაცამ ამას შეიძლება უწოდოს ომის დასრულება, მაგრამ ასეთი შესვენება სიტუაციას მხოლოდ გააუარესებს.
ნებისმიერი იდეა, რომელიც ჩვენი მიწების დათმობასა თუ ჩვენს სუვერენიტეტზე გაჟღერდა, ვერ ვუწოდებთ მშვიდობას. ამორალური კომპრომისები ახალ სისხლს გამოიწვევს. ნამდვილად ჭეშმარიტი, გრძელვადიანი და გულწრფელი მშვიდობა მხოლოდ რუსული აგრესიის სრული განადგურების შედეგი შეიძლება იყოს“, - ვოლოდიმირ ზელენსკიმ.