საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ივანიშვილის დეპუტატების განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ისინი ამტკიცებენ, რომ აშშ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებით "საკუთარ აგენტურას" აფინანსებს. მათ ასევე მოითხოვეს, NGO-ების დაფინანსება "მკაცრ საკანონდებლო ჩარჩოებში" მოექცეს.
რაც შეეხება არასამთავრობოების შეზღუდვის შეთავაზებას, ეს ჩემთვის ჟღერდა, როგორც რაღაც კრემლის სახელმძღვანელოდან აღებული, რასაც ვხედავთ, რომ ხდება რუსეთში არასამთავროებოებთან დაკავშირებით. არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რისთვისაც მუშაობს საქართველო ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი გამოცდილებიდან, საქართველოში მოგზაურობისას ის რაც ვნახე, არის მნიშვნელოვანი სამუშაო, რომელიც შესრულდა არასამთავრობო ორგანზიაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ, რათა დაეხმარონ მოქლაქეებს ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში. ეს არიან ჯგუფები, რომლებიც მუშაობენ გარემოს პრობლემების მოსაგვარებლად, გასაჭირში მყოფი ოჯახებისთვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად; ეს არიან არასამთავრობოები, რომლებიც ცდილობენ სტუდენტების, ახალგაზრდების, დაუცველი ან შშმ პირების დახმარებას; არიან ძალიან ბევრის სახის არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, რომლებიც შედგებიან ადგილობრივი მცხოვრებებისგან, რომლებსაც სურთ პრობლემების გადაჭრა და ამ ქვეყნისა და საზოგადოების, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის გაუმჯობესება.
სწორედ ამიტომ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველებს, რომლებიც იკრიბებიან, აყალიბებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ზოგჯერ, ეს ჩემთვის გასაკვირია, რადგან პარლამენტის ბევრი წევრი, მათ შორის მმართველი პარტიიდნაც, მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, დაიწყეს თავიანთი საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციებში, წვლილი შეჰქონდათ საქართველოს ზრდასა და განვითარებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებში მათი კარგი მუშაობით. ასე რომ, ჩემთვის ახლა ცოტა დამაბნეველია, როდესაც მესმის, რომ ზოგიერთი მათგანი აკრიტიკებს იმ კარგ სამუშაოს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ. მე არ ვისურვებდი, რომ საქართველოს დაეკარგა ის ძალა და ხმა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია თავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციებში და სამოქალაქო საზოგადოებაში. ეს არის ძლიერი დემოკრატიისა და ძლიერი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.