„ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია არის კიდევ ერთი დადასტურებია იმისა, რომ ძალიან სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ მოქმედების იმისა, რაც ქვეყანას დღეს სჭირდება ევროინტეგრაციის პროცესში“ - ასე აფასებს ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი EPP-ს რეზოლუციას
„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ასეა, დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ამ რეზოლუციაში ყოფილიყო სხვა მოწოდებები მაგალითად რეფორმების ტემპთან დაკავშირებით ან რაღაცის ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, მაგრამ საუბარი არის ისევ პოლიტპატიმრებზე, სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლებაზე, დეპოლარიზაციის აუცილებლობაზე და ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებაზე, მათ შორის, საუბარია სანქციებზე.
ასევე საუბარია იმაზე, რომ არ შეიძლება გამოყენებული იქნას ომის გზავნილი, როგორც მანიპულაციის მექანიზმი ხელისუფლების მხრიდან, თითქოს დასავლესთსა და ევროპას საქართველოს ომში ჩათრევა სურთ.
ესენია საკითხები, რომელიც აფერხებს და ართულებს საქართველოსთვის იმ ევროპულ პერსეპქტივას, რომელიც სჭრიდება ჩვენს ხალხს და არა ხელისუფლებას. ეს არის სწორედ დღევანდელი რეალობა და რადგან ხელისუფლება არ იცვლის პოზიციებს, მისი შეცვლაა საჭირო და ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოების ამოცანა“ - განაცხადა გიგი წერეთელმა