ჩვეულებრივ, ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსინლი, საშინელებაა - ამ დროს, რაღაც ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.
„არ უხარიათ ამ ადამიანებს არც ქვეყნის წარმატება, არც ქვეყნის წინსვლა, არც პოზიტიური შეფასებები. ჩვეულებრივ, ხართ დაბოღმილი, გამწარებული, შურით აღვსინლი, საშინელებაა - ამ დროს, რაღაც ფარისევლურ პერფორმანსებს დგამთ. ამ სიყალბეს აჩვენებთ ჩვენს საზოგადოებას და მერე უკვირთ ამ ადამიანებს, რატომ იღებენ 1-2%-ს. თქვენ ვინ მოგცემთ ხმას? გგონიათ, რომ ხალხი არ ხედავს ამას, არ აფასებს სწორად. თქვენს სიყალბეს ვინ დაიჯერებს? თქვენს ფარისევლობას ვინ დაიჯერებს? თქვენს ამ მტრობას ვინ დაუჭერს მხარს? ამაზე გაეცით პასუხი ხალხს“, - თქვა ღარიბაშილმა.