„იმის ნაცვლად რომ აშშ-ს სენატში, კონგრესში, ზოგადად აშშ-ში, ვაშინგტონში, ბრიუსელში ახლა ჩვენი მთავრობის ძალისხმევით განხილვის საგანი იყოს საქართველოს უსაფრთხოების სარტყელში მოხვედრა, ნატოში გაწევრიანება, აშშ-სთან თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობა ანუ ჩვენი თავისუფლების დაცვა და თავისუფალ სამყაროში დაბრუნება,
ამის ნაცვლად ივანიშვილის რეჟიმის წყალობით დისკუსია არის იმაზე, რომ საქართველო მიდის საპირისპირო მიმართულებით და გარდაუვალია ჩვენი გაუცხოვება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეს კურსი თუ გაგრძელდა“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აშშ-ს სენატში გამართულ მოსმენას
ეს კაცი ივანიშვილის და მისი გარემოცვა საკუთარი ფინანსური და ძალაუფლების ინტერესის გამო შეკრულია პუტინის ამოცანებთან და გვტოვებს მარტო რუსეთის უზარმაზარი საფრთხის წინაშე ისე, როგორც ჩვენ აღმოვჩნდით 90-იანებში, როცა გენოციდი მოგვიწყო დასუსტებულმა რუსეთმა.
რუსეთის უკრაინის მიერ დამარცხების შემდეგაც ჩვენ ვიქნებით უზარმაზარი საფრთხის წინაშე, თუ ივანიშვილის რეჟიმი შეცვალა საქართველომ. ჩვენ ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევცვალოთ ეს მოღალატე რეჟიმი.