თუ ხელისუფლების გამო საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო, ხალხს არავის მოწოდება არ დასჭირდება, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„100 ათასი იყო ქუჩაში და უფრო მეტიც! 170 ათასი კაცი იყო თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე - ისტორიას არ ახსოვს! ამ ადამიანების მოთხოვნა იყო, საქართველოს სვლა ევროკავშირში და იმ სიკეთეების მიღება, რაც აქვ ამ ცივილიზებულ სამყაროს. თუ ხელისუფლების გამო საქართველომ სტატუსი ვერ მიიღო, ამ ხალხს არ დასჭირდება არავის მოწოდება“, - განაცხადა გოცირიძემ.
ოპოზიციის ნაწილი, რომელიც ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს, ქუჩის აქციებისთვის ემზადება. პროტესტის დაწყებამდე კი აანონსებენ, რომ მათთვის ბრიუსელის პოზიცია ცნობილია. კერძოდ, მათი მტკიცებით, ქვეყანა მომავალ წელს ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველო ჯერ კიდევ ევროპული დავალების შესრულების პროცესშია.