რუსეთს გადაჯგუფებისა და ძალების აღდგენისთვის სჭირდება პაუზა, რის საშუალებასც უკრაინელები მას არ მისცემენ, - აცხადებს უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერის, დავით არახამია.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვთან მოლაპარაკების პირობები უკვე დაასახელა და ისინი უცვლელია.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ზარალის ანაზღაურება, სამხედრო დამნაშავეების დასჯა, ქმედითი გარანტიები, რომ მომხდარი არ განმეორდება”, – აცხადებს არახამია.
„ეს იქნება შესაძლებელი, როდესაც ელექტორალური ციკლი დაიწყებს მუშაობას როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში, ანუ 2023 წლის მეორე ნახევარში. მაშინ უკვე დაიწყებს სტარტს საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში და 2024 წელს არჩევნები ექნება პუტინსაც. და ყველას პოლიტიკურად რაიმეს დემონსტრირება დასჭირდება. მე არ მგონია, რომ პუტინს სამხედრო წარმატების დემონსტრირება შეუძლია, ამიტომ შესაძლოა, ისინი შეეცადონ, საკუთარ ხალხს რაიმე დაანახონ დიპლომატიურ ფრონტზე”, – განაცხადა არახამიამ.