მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასი მოიგო და რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა.
მოფარიკავემ ტურნირი 1/32-ფინალიდან დაიწყო, სადაც ეგვიპტელი მაზენ ელარაბი 15:10 დაამარცხა. ამის შემდეგ მან იმავე ანგარიშით სძლია იტალიელ მიკელე გალოს.
მერვედფინალურ დაპირისპირებაში ქართველი მოფარიკავე ფრანგ ჟან-ფილიპ პატრისს შეხვდა და 15:9 მოუგო. მეოთხედფინალში ქართველმა მოფარიკავემ სამხრეთ კორეელი ბონგილ გუ 15:3 დაამარცხა.
ნახევარფინალში სანდრო ეგვიპტელ ზიად ელსისს დაუპირისპირდა. სანდრო ბაზაძემ ფინალში იტალიელი ლუიჯი სამელე 15:13 დაამარცხა.
სანდრო ბაზაძეს მსოფლიო თასის გამარჯვებული მეორედ გახდა. ეს ტიტული მან 2022 წლის იანვარში, თბილისში მოიპოვა. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს თბილისის ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა.
მანამდე სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების პრიზიორი იყო.
აქამდე ბაზაძე რეიტინგში მეორე ადგილზე იყო, ახლა კი იგი მეორე ნომერს 40 ქულით უსწრებს