„საქართველოსთვის ექსპორტში ნებისმიერი მიმართულებით რუსეთზე დამოკიდებულება ანუ როდესაც არ ხარ დივერსიფიცირებული, უბრალო ვაჭრობა კი არა, არამედ დამოკიდებული როცა ხარ, როცა შენი ბაზრის დიდი ნაწილი მასზე არის მიბმული, არის ხიფათი“ - ასე ემხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია საქართველოდან რუსეთი სპირტიანი სასმელების ექსპორტის გაზრდას
„ჩვენ ეს ვნახეთ არაერთხელ ჩვენი დამოუკიდებლობის პერიოდში, ბოლოს 2006 წელს, ინსტრუმენტის ქონა და შესაძლებლობა რომ ჩამოგაქციოს, როცა მოუნდება ან თვითონ ჩამოიქცეს და მოგიყოლოს შენც ქვეშ ისეთ მდგომაროებაში არის ხოლმე ზოგადად რუსული ეკონომიკა პერიოდულად.
ისეთი ნაბიჯების გადადგმა ახლა, როცა თავისუფალი სამყარო ზრდის თავის წნეხს და იმ მძიმე შეცდომის გამოსწორებას ცდილობს, როცა თვითონ გახდა დამოკიდებული, ამ დრო ჩვენგან რუსეთზე დამოკიდებულების გააქტიურება ნებისმიერ საკითხში არის ჩვენი ქვეყნის მომავლის ღალატი იმ მყისიერი მოგების ხარჯზე.
ვიმეორებ, ზოგჯერ მტერთანაც შეიძლება იყოს ვაჭრობა საჭირო, ეს პოზიცია არ გვაქვს ჩვენ, რომ არცერთ ვითარებაში არ შეიძლება, მაგრამ ახლა არის ვითარება, როდესაც ნებისმიერი ნაბიჯი რუსულ ბაზარზე არის სარისკო ქვეყნის ინტერესებისთვის, ხოლო მასზე დამოკიდებულებად გახდომა ნებისმიერ შემთხვევაში არის ქვეყნის ინტერესების ღალატი“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ