„ნიკა გვარამიას პატიმრობის საკითხი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მძიმე საკითხად ევროინტეგრაციის პროცესში და ზოგადადაც როგორც ცალკე აღებული საკითხი. ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაზე პრეტენზიის მქონე საზოგადოებისთვის მძიმეა ჰყავდეს ოპოზიციონერი მედია-მენეჯერი საპატიმროში და ბუნებრივია, რომ იქნება ძალიან ბევრი გამოხმაურება, არის კიდეც“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი „ალდეს“ პეტიციას ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე.
„ახლა ალდეს ინიციატივა მიმართვების სახით არის კარგი, სხვა საქმეა რა შედეგს გამოიღებს. ასევე ევროპის სახალხო პარტია, ყველაზე დიდი ფრაქცია ევროპარლამენტში არაერთხელ შეეხო ამ საკითხს და რამდენიმე რეზოლუციაშიც გამოხმოვანდა, ასევე იყო ცალკეული ლიდერების განცხადებებიც და კიდევ ბევრი ასეთი იქნება, ოღონდ მთავარია საქართველოს ხელისუფლებას, სანამ ის ხელისუფლებაშია, რა რეაქცია ექნება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ნიკა გვარამიას პატიმრობა ძალიან დიდი ხელის შემშლელია საქართველოსთივის ევროპასთან დაახლოების პროცესში“- განაცხადა გიგი წერეთელმა