„ეს ამბავი დასრულებული ამბავია, ეს რეზოლუცია უბრალოდ გამოხატავს იმ რეალობას, რომელიც დიდი ხანია დგას. არანაირი ყვითელ ბარათი არ არსებობს, წითელი ბარათის მიღმაც არის ანუ ამოცანა არ აქვს ამ რეჟიმს და ამ ადამიანს, რომ საქართველო თავისუფალ სამყაროში თავის ბუნებრივ წიაღში დაბრუნდეს, მისი ძალაუფლება და ფულია მისი ამოცანა“ - ასე პასუხობს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროპარლამენტის რეზოლუციაზე დასმულ შეკითხვას
„ეს უნდა მივიტანოთ საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქემდე, ეს ბუნდოვანება და კიდევ კითხვები თუ არ შეასრულებს რა მოხდება, ან ეს რეზოლუცია მაგას ნიშნავს თუ არა რომ არ ასრულებს, ეს კითხვებიც ჩაბარებულია წარსულს, ამ კაცის ამოცანა ჩვენი ქვეყნის მომავლის ინტერესებს უპირისპირდება“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ