„ევროპარლამენტის რეზოლუციაში ძალიან მკაფიოდ არის გამოხატული ის მხარდაჭერაც, რომელიც აქვს ევროპას საქართველოს მიმართ, ქართველი ხალხის მისწრაფებების მიმართ და ამავე დროს ის ძალიან მწვავე კრიტიკა, მიუღებლობა იმ ქმედებებისა და პოზიციების, რომელიც აქვს საქართველოს ხელისუფლებას“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ევროპარლამენტის რეზოლუციას
მისი თქმით, ამ რეზოლუციაში კიდევ ერთხელ არის ახსნილი ძალიან მკაფიოდ, თუ რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, ეს ნიშნავს ბიძინა ივანიშვილის გავლენების შემცირებასა და ნიველირებას ყველა მიმართულებით, ეს აუცილებელი პირობაა.
„ასევე ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის, პატიმრობა, მისი ავადმყოფობა და ნიკა გვარამიას პატიმრობა არის ძალიან დიდი დამაბრკოლებელი ბარიერი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. ამიტომ ამას თუ ყურად არ მიიღებს ეს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გამძაფრდება ეს მოწოდებები და კიდევ უფრო დაზიანდება ჩვენი ქვეყანა“ - განაცხადა გიგი წერეთელმა