ვხედავთ, რომ ამ ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას დესტრუქციისა და რადიკალიზმის გაღრმავების გარდა, ქართველი ხალხისთვის არაფერი მოაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია, რა რა დანიშნულება აქვს, როცა ასე ჯიუტად, რამდენიმე თვეში ერთხელ IRI-ს და NDI-ის მიერ ქვეყნდება ეს რიცხვები.
ქართულ საზოგადოებაში ორივე კვლევა უკვე დიდი ხანია, დისკრედიტებულია იმ აცდენების გამო, რაც მათ რეალობასთან აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„ზოგადად, გამოქვეყნებულ რიცხვებს არანაირ დატვირთვას არ ვაძლევ. ოპოზიცია, უმრავლესობა, ქართული საზოგადოება, ამ კვლევას ყველა უნდობლობას უცხადებს და ჯიუტად ხდება ამ რიცხვების გამოქვეყნება, რომლის შედეგიც საბოლო ჯამში არის არეულობისა და დესტრუქციის წახალისება. რა მიზეზი აქვს ასე ჯიუტად რამდენიმე თვეში ერთხელ, ყოველ ჯერზე რიცხვების გამოქვეყნებას, რომელიც არათუ ჩვენი ანალიზით ან აღქმით არ არის სწორი, არამედ ფაქტებით დადასტურდა. რამდენიმე არჩევნებმა დაადასტურა, რომ რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნებული რიცხვები აბსოლუტურად აცდენილი იყო რეალობას. ამიტომ, არც კი შევიდოდი ამ რიცხვების ანალიზში, რადგან ცხოვრებამ დაადასტურა, რომ ეს რიცხვები არ არის სწორი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, ე.წ. კვლევების გამოქვეყნებას დესტრუქციისა და რადიკალიზმის გაღრმავების გარდა, ქართველი ხალხისთვის არაფერი მოაქვს.