21-22 ნოემბერს 15 საათზე კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს და კომპანია „ჯეოსელის" მხარდაჭერით საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნება ნინო რამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა - "ქართული ქორეოგრაფია".
პირველად საქართველოში ქართული ქორეოგრაფიის ამსახველი უნიკალური მასალა გამოიფინება ხელოვნების სასახლეში, სადაც მისი ნახვა შეეძლება ნებისმიერ მსურველს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის ექსკლუზიური კოსტიუმები, რომლებიც შეკერილია იმ დროინდელი საუკეთესო დიზაინერების მიერ (Iვ შენ-Lორან, ჩოცო ჩჰანელ, Gიანნი Vერსაცე..) და გამოყენებულია ძვირფასი ქვები. აქვე აღსანიშნავია ნინო რამიშვილის დაღესტნური ოქრო-ვერცხლის ქამარი. სუხიშვილი - რამიშვილის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები, აფიშები. საგამოფენო დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე გავა ფილმი - "მსოფლიო ტაშს უკრავს".
ასევე გამოფენილი იქნება ლადო გუდიაშვილის, სოლიკო ვირსალაძის, ირაკლი თოიძის, ირაკლი გამრეკელის ესკიზები და ფერწერული ტილოები ქართული ცეკვებისათვის. ქართული ცეკვის ამსახველი XVI-XVII საუკუნეების ფრესკების ასლები, (XIX - XX) საუკუნის ფოტომასალა და სხვა უნიკალური ექსპონატი.
გახსნის პირველ დღეს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა 10 საზოგადო მოღვაწეს დააჯილდოებს. მათ შორის იქნებიან ქ.თბილისის მერი - გიგი უგულავა, სუხიშვილების ანსამბლის გენერალურ დირექტორი - ნინო სუხიშვილი, ჯეოსელის გენერალურ დირექტორი - ოსმან თურანი და სხვა ცნობილი ფიგურები.