„ევროპის, თავისუფალი სამყაროს, ჩვენი პარტნიორების, აშშ-ს, ყველას გზავნილი არის მკაფიო, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების, ხალხის გადასაწყვეტია რა გზით წავა ქვეყანა. თუ ჩვენ გვსურს სვლა თავისუფალი სამყაროსკენ, რაც ჩვენი ისტორიული არჩევანია, ეს შეუძლებელია ამ რეჟიმისა და ივანიშვილის პირობებში“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილზე გაკეთებულ გზავნილს
„ეს არის ძალიან მკაფიო, ოღონდ ეს ხდება ზოგჯერ უფრო მკვეთრი, ზოგჯერ უფრო დიპლომატიური ფორმით, თუმცა ეს არის ის რეალობა, რომელიც ყველა მოქალაქემ, უნდა გაითავისოს: ვისაც სურს საკუთარ შვილებს, შემდეგ თაობებს არ დაუტოვოს ეს ჭაობი, სადაც შესაძლოა კვლავ მსხვერპლის გაღება მოუწიოს, ეს არჩევანი უნდა გააკეთოს, ივანიშვილი უნდა ჩამოაშოროს ძალაუფლებას“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ