„ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობა საქართველოს ყველა მეგობრისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან ძალიან ნეგატიურ რეაქციას იწვევს და სრულიად ბუნებრივად, იმიტომ რომ შეუთავსებელია ოპოზიციური მედია-მენეჯერის ან მედია-წარმომადგენლის პატიმრობა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. სახელმწიფოში რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს დემოკრატიული და აქვს პრეტენზია, სურვილი, ამბიცია იყოს ევროკავშირის წევრი, ეს არის წარმოუდგენელი“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ნიკა გვარამიას განაჩენსა და საერთაშორისო რეაქციებს
„ხელისუფლებას ეს არ ესმის ან ესმის და ამას შეგნებულად აკეთებს, მაგრამ იქნებ სალომე ზურაბიშვილის ესმის, რომელსაც აქვს ახლა ეს ბერკეტი ხელში. სწორედ ამიტომ აქვს ეს ბერკეტი მას, რომ საჭიროების შემთხვევაში შეცდომები ან შურისძიების მცდელობა ან სხვა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები გაანეიტრალოს. ამიტომ ამას არ სჭირდება ძალიან დიდი ფიქრი და ახალი ზღვა საერთაშორისო რეაქციების ჩვენი ქვეყნის რეპუტაციის დასაზიანებლად. ამას სჭირდება გადაწყვეტილების მიღება და ამ ძალიან ცუდი პრეცენდენტის გამოსწორება.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა