„გვარამიას განთავისუფლების საკითხზე, სასამართლოს შემდეგ და მას შემდეგ რაც იქ მოხდა, ძალიან ბევრი მიმართვა იყო პოლიტიკური პარტიების, თუ ექსპერტების, თუ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან პირადად სალომე ზურაბიშვილის მიმართ.
ფორმალური მიმართვა, თუ მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არ არის და მე არ ვფიქრობ, რომ ვინმე ამას ხელს არ მოაწერს ან უარს იტყვის, თუ კი ეს საჭირო და რამის მომტანია, მაგრამ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე უმეტეს შემთხვევაში ეს ასე არ ხდება“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ზურაბიშვილისთვის გვარამიას შეწყალების საკითხზე მიმართვას
„თავად სალომე ზურაბიშვილის, როგორც პრეზიდენტს, არ უნდა სჭირდებოდეს არანაირი დამატებითი მიმართვა, იმიტომ რომ ის თავად უნდა გრძნობდეს, რა ვითარებაა ახლა. მან იცის, რომ გვარამია არ უნდა იყოს ციხეში. ერთადერთი ქმედითი ინსტრუმენტი, რაც მას გააჩნია, ეს არის შეწყალების ინსტრუმენტი.
მას უნდა ესმოდეს ისიც, რომ ამას მას სახლში არავინ არ გაატანს, ეს უნდა გამოიყენოს პრეზიდენტობისას და ახლა არის ეს მომენტი, როცა მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს. არა გვარამიას პერსონალური სიმპათიების გამო, არამედ საჭიროების გამო, რომელიც ქვეყანას აქვს, რათა ეს სირცხვილი და ლაქა არ ჰქონდეს ევროინტეგრაციის ამ ექსტრაორდინალურ მომენტში“- განაცხადა გიგი წერეთელმა