დღევანდელი ამბავიც, ისევე როგორც მთლიანად გვარამიას ისტორია - როგორ, რა ფორმით, რა ტიპის მუხლით დაიჭირეს, არის უბრალოდ ერთერთი კი არა, გამორჩეული მაგალითი იმისა, რომ ივანიშვილი და მისი რეჟიმი დგას თავისუფალი სამყაროს, დასავლეთის, ნატოს, აშშ-ს, ევროკავშირის, საპირისპირო გზაზე, ფუნდამენტურად საპირიპირო გზაზე, ეს არჩევანი აქვს გაკეთებული, მან ჩათვალა, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ნას სჭირდება აგრესიულად ძალის , - თქვა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერია TV პირველის ეთერში, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე.
„ნიკა გვარამია გამორჩეული ფიგურაა მედიასივრცეშიც და მისი დაკავება ამ ტიპის საქმით არის აშკარად ძალის დემონსტრირება, რომელიც მას სჭირდება შიგნით ძალაუფლების განმტკიცებისთვის, საზოგადოების დემორალიზებისთვის და საკუთარი ვერტიკალის განმტკიცებისთვის. ეს საჭიროდ ჩათვალა იმ ფონზეც კი, როდესაც ეს ალბათ იმ ბუნდოვანების შენარჩუნებაში ხელს შეუშლის, რომელიც ამ რეჟიმს ყოველთვის სჭირდებოდა, რომ საზოგადოების ნაწილი მაინც ჰყოლოდა მოტყუებული, დაბნეული, ან გზააბნეული, ან ხავსმოჭიდებული, რომ ივანიშვილის რეჟიმი არ არის ღიად ანტიდასავლური ანუ ანტიქართული ძალა.
ჩვენი, საზოგადოების ამოცანაა, ამ ძალიან ცუდი ამბიდან, რომ ამ ძალიან უტიფარ საქმეზე პოლიტპატიმარი ციხეში რჩება, ის გამოვიტანოთ, რომ მეტ მოქალაქეს გავაგებინოთ, რომელიც შეიძლება აქამდე იყო ან დაბნეული, ან ხავსს ეჭიდებოდა, როგორი შეუთავსებელია ივანიშვილის რეჟიმი ჩვენს საერთო ეროვნულ ამოცანასთან, რომ ნორმალური, თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ, დაცული, სუვერენული სახელმწიფო ვიყოთ, ნატოს წევრი, ევროკავშირის, ევროპისკენ მავალი, აშშ-ს მოკავშირე“, - თქვა ბოკერიამ.