საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმმა პირველად სამუზეუმო სივრცეში დააწესა უმაღლესი სამუზეუმო ჯილდო - "ბროლის აპოლონი", რომლითაც ყოველ წელს იგი 10 ადამიანს აჯილდოვებს.
2009 წელს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი ნიკოლოზ რურუა 10 საზოგადო მოღვაწეს დააჯილდოებს. მათ შორის იქნებიან ქ.თბილისის მერი - გიგი უგულავა, სუხიშვილების ანსამბლის გენერალურ დირექტორი - ნინო სუხიშვილი, ჯეოსელის გენერალურ დირექტორი - ოსმან თურანი და სხვა ცნობილი ფიგურები.
ჯილდო დამზადებულია მთის ბროლისგან, მასზე გრავირებულია ხელოვნების მფარველი მადლიერების ღმერთი - აპოლინი. (ბერძნულ მითოლოგიის მიხედვით აპოლონი მუსიკისა, პოეზიის და ხელოვნების მუზების ღვთაებაა).
დაჯილდოვების ცერემონიალს სისტემატიური სახე ექნება. შემდეგ წელს ის თეატრალიზებული სახით გაიმართება.