„არანაირი დამატებითი ინფორმაცია მე ან ჩემ გარშემო ადამიანებს არ გვაქვს არსებობს თუ არა რაიმე უკვე მიღებული გადაწყვეტილება ან მიიღებს თუ არა რაიმე განსხვავებულ გადაწყვეტილებას, ანუ გაუშვებს თუ არ გაუშვებს გვარამიას
ასე ზედაპირზე რომ შევხედოთ რისთვისაც ეს უტიფარი საქმე გააკეთა, ძალის დემონსტრირებისთვის, ასეც ბოდვაზეც კი შემიძლია ადამიანის დაჭერაო, ვგულისხმობ საკუთარ ფირმაში საკუთარი რესურსის მენეჯერის მიერ გამოყენებას, მაშინ თითქოს არ უნდა გაუშვას და ეს მისი სტრატეგიაა“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია გვარამიას საქმეზე მოახლოებულ განაჩენის გამოცხადებას
„თუ რამე სხვა მოსაზრებით, რაიმე ბუნდოვანების შესაქმნელად მიიღო სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაშინ ჩვენ ყველას გაგვიხარდება, რომ ეს კონკრეტული პოლიტიკური პატიმარი იქნება თავისუფალი, მაგრამ ეს არ შეცვლის ქვეყნის დიდ პრობლემას, რომ გვყავს ოლიგარქი, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს და შეუძლია ასეთ უტიფარ საქმეზე ადამიანის დაჭერა ხვალ, ზეგ, მაზეგ და მანამდე, სანამ მას ძალაუფლება აქვს“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ