„ეს არის რეალობა, სანამ ივანიშვილი და მისი პოლიტიკური არარაობების გარემოცვა ფლობს ძალაუფლებას, საქართველოს ისტორიული ამოცანის მიღწევის, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, თავისუფლების და უსაფრთხოების მოპოვების შანსი არ აქვს“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას
„ევროპული საქართველო დიდი ხანია ამ მკაფიო გზავნილზე ვართ და იმედი მაქვს საპარლამენტო ოპოზიცია: ენმ, ლელო და აღმაშენებელი ბოლო-ბოლო მიხვდებიან, რომ ამ ვითარებაში რაღაცის მიღწევის ყველა მცდელობა ივანიშვილის დეკორაციად ყოფნაა და მკაფიო გზავნილზე შემოგვიერთდებიან - ივანიშვილი ნიშნავს საქართველოს მომავალზე უარის თქმას“, - განაცხადა გიგა ბოკერია.